''თბილისის სტრატეგიული დისკუსიის'' დასკვნითი კონფერენცია გახსნა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა. დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცის პროცესზე ისაუბრა, საქართველოსთვის ამერიკელი პარტნიორების მტკიცე და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უწოდა მაიკლ პენსის, ჯონ მაკკეინისა და სენატორების საქართველოში ვიზიტებს, ასევე ნატოს სამხედრო კომიტეტის საგაზაფხულო სესიის ჩატარებას.