მობილური ამბულატორია

25 ივნისი 2016, 00:00 3014 ნახვა

სპეციალურად ზღვის სეზონთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა ბათუმის ბულვარში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის გასწვრივ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად ამბულატორია მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ადგილზევეა შესაძლებელი. ამბულატორიის მომსახურებით მედიკოსების ინფორმაციით ყოველდღიურად ოცამდე პირი სარგებლობს. სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად ამბულატორია ბულვარში წელს პირველად განთავსდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ ქალაქში არსებული გადატვირთული მოძრაობის ფონზე, პაციენტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულად გაწევის მიზნით მიიღო. დღეიდან ცე ჰეპატიტზე გამოკვლევა ამბულატორიაში დილის 10-დან 14 საათამდე ნებისმიერ მსურველს ჩაუტარდება. მობილური ამბულატორიის მუშაობას დღეს საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრები გაეცნენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში