საქართველოს ხელისუფლება შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს მასპინძლობს. დორის ლოიტჰარდს ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერი და საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარე შეხვდნენ. შვეიცარიის პრეზიდენტმა შეხვედრების შედმდეგ ყურადღება გაამახვილა საქართველოსადმი მხარდაჭერაზე, შვეიცარიის თანადგომასა და სამომავლოდ შესაძლო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.
ლოიტჰარდი იმედს გამოთქვამს, რომ ბევრი შვეიცარელი ინვესტორი დაინტერესდება საქართველოთი. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა რომ საქართველოს მოქალაქეებს მომავალში შვეიცარიაში მოგზაურობა უვიზოდ შეეძლებათ.