ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

03 დეკემბერი 2017, 00:00 2311 ნახვა

ქართულ ჭიდაობაში ბათუმის სკოლებს შორის პირად პირველობაში შეჯიბრი გაიმართა, ერთმანეთს ათი კერძო და საჯარო სკოლის 105 მოჭიდავე 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა. შეჯიბრი ცნობილი ჟურნალისტის, პუბლიცისტის, მწერლის და ვეტერანი სპორტსმენის ოთარ გაგუას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

გამარჯვებულებს აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები, საუკეთესო ტექნიკურ მოჭიდავეს კი მხატვართა კავშირმა სპეციალური პრიზი გადასცა. 

ამავე კატეგორიაში