ვინ ააშენებს ბათუმის საფეხბურთო სტადიონს ?

02 დეკემბერი 2017, 00:00 5309 ნახვა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონს სავარაუდოდ სამშენებლო კომპანია ''ანაგი'' ააშენებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი _ 99 მილიონ 448 ათას 549 ლარი სწორედ ამ კომპანიამ დააფიქსირა. როგორც საჯარო ინფორმაციით ირკვევა, შპს ''სტადიონის'' სატენდერო კომისიამ ''ანაგის'' წინადადებაზე 1 დეკემბერს იმსჯელა და მას დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისთვის ვადა 7 დეკემბრამდე მისცა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება მიმდინარეობს და გამარკვებული საბოლოოდ ერთ კვირაში გამოვლინდება. “უეფას” მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა,  წინადადებების მიღება კი 21 ნოემბერს დასრულდა.    

ამავე კატეგორიაში