ბიუჯეტის პროექტი ხულოს მერიას გადაეცა

02 დეკემბერი 2017, 00:00 2657 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გაცნობა ახალი მოწვევის საკრებულომ დაასრულა და რეკომენდაციებით ხულოს მერიას გადაუგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, რეკომენდაციები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება. დეპუტატები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თანხების თანაბრად გადანაწილებას ითხოვენ.

აღმასრულებელმა ორგანომ ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გადაუგზავნოს. მომავალი წლის პრიორიტეტებშია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, ასევე კურორტ “ბეშუმში” სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ბილიკების მოწყობა. 2018 წლის ხულოს ბიუჯეტი 9 მილიონ 56 ათას ლარს შეადგენს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი