საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი აჭარაში მომუშავე ადვოკატებს შეხვდა. ლევან ჯანაშიამ კოლეგებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო, ისაუბრა რეგიონებში ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებასა და სამუშაო გარემოს გამარტივებაზე.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი გუნდთან ერთად ასოციაციაში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. 9 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება.