მოსამართლის მანდატი 10 წლით

02 დეკემბერი 2017, 00:00 1762 ნახვა

საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ევა გოცირიძე 90 ხმით არცერთის წინააღმდეგ აირჩია. პროცესს გამოეთიშა საპარლამენტო ოპოზიცია. ევა გოცირიძემ ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის მანძილზე იმოღვაწევებს.

გოცირიძეს პროფესიონალიზმს უწუნებენ ოპოზიციაში, ამბობენ რომ მისი არჩევით მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გააკონტროლებს ცდილობს. ''ქართული ოცნება" ევა გოცირიძეს,  იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, საერთაშორისო დონის პროფესიონლად მიიჩნევს. თავად ევა გოცირიძე პირობას დებს, რომ მიუკერძოებელი მსაჯული იქნება. ახალი მოსამართლე საქმიანობას იანვრიდან შეუდგება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი