სახანძრო სისტემებისა და მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ითხოვს საქართველოს პარლამენტში აჭარის დეპუტაცია. მათი განცხადებით, არსებული ნორმები გასამკაცრებელია აღსრულების ნაწილი კი გადასახედია. ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, ამბობს რომ იანვარში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
დეპუტატი ფიქრობს, რომ საჭიროა ადგილობრივ დონეზე სახანძრო სამაშველო სააგენტოებს კონტროლის მეტი ბერკეტი ქონდეს. მსგავსი პოზიცია აქვს ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს ფატი ხალვაშს. კანონმდებლები დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ და შესაბამის ორგანოებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.