ევროპარლამენტარები საქართველოში  აზერბაიჯანიდან დევნილთა შევიწროებაზე

01 დეკემბერი 2017, 00:00 2468 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოში 20-22 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტის შედეგები შეაჯამეს. ისაუბრეს საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე.

თანამომხსენებლებმა კვლავ დააფიქსირეს თავიანთი აღშფოთება ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით. „საქართველო აქამდე სამართლიანად ითვლებოდა უსაფრთხო ქვეყნად სხვა ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის, რომლებიც თავიანთი შეხედულებებისა და აზრების გამო იდევნებიან. შესაბამისად, ხელისუფლებამ სრულად უნდა გამოიძიოს ეს საქმე და დაუყოვნებლივ მოუღოს ბოლო საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების შევიწროებას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად კონსტიტუციის გაუმჯობესებას მიესალმებიან. ამავე დროს წუხილს გამოხატავენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პროპორციული არჩევნების შემოღება შემდეგ არჩევნებამდე გადაიდო. „შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განმტკიცების აუცილებლობის კონტექსტში მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეროვნული უშიშროების სამსახურებზე სათანადო საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების სამსახური ქვეყნის მართვაში სულ უფრო დიდ როლს თამაშობს, რაც საგარეო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დაგეგმილ შერწყმაში გამოიტახება“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი