საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ერთხმად, 90-ხმით, დეპუტატებმა ევა გოცირიძე აირჩიეს. კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფრაქციების წევრები არ იმყოფებოდნენ. კენჭისყრაში მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც კანდიდატს ხმა მისცა.
ევა გოცირიძე თანამდებობაზე 10 წელი იმუშავებს, საქმიანობას კი იანვრიდან შეუდგება. ის ლალი ფაფიაშვილის ჩაანაცვლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე გოცირიძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა წარადგინეს.