სასოფლო სამეურნეო ტექნიკა გადაეცა ლანჩხუთში მცხოვრებ 7 წევრიან ეკომიგრანტ ოჯახს პროექტ ''საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერების'' ფარგლებში. ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გურიის გუბერნატორთან და საქველმოქმედო ცენტრ "აფხაზეთის" წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მინისტრმა ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შეძენილი სახლები დაათვალიერა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. პროექტის თანახმად, ეკომიგრანტებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარდათ, აჭარის მთავრობამ კი სტიქიით დაზარალებულთა ახალ სახლში ტრანსპორტირების 1500 ლარი გამოყო. სულ პროექტის ფარგლებში, 42 ოჯახი დაფინანსდა.