პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

01 დეკემბერი 2017, 00:00 3148 ნახვა

დღეიდან 9 წლის ასაკის გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრები ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში.  

სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა. ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს.  

2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 71 ქვეყნის აცრების კალენდარში.

ამავე კატეგორიაში