სუს-ის ინფორმაციით ახმედ ჩატაევმა ბინაში თავი აიფეთქა 

01 დეკემბერი 2017, 00:00 4207 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი მიმდინარეობს. დადასტურდა რომ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდრებულია საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი.  

''ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებითა და ექსპერტიზით, მათ შორის დეენემის ანალიზით დადგენილია რომ ლიკვიდირებულ პირთაგან  ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიცირების პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორც მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი სავარაუდო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან'' - განაცხადა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე. 

ჩატაევის მკვლელობის ვერსია იმავე საღამოს გაჩნდა. რამდენიმე დღეში კი სუს-ის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ფაქტი ნაწილობრივ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა რომ ჯერ ექსპერტიზა დასრულებული არ იყო. 

ბერი გაბრიელ სალოსის გაზირზე სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა. რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი მოკლულია, ერთი კი დაკავებული. ის წინასწარ პატიმრობაში რჩება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი