ბათუმის მერია რეაბილიტირებულ შენობას ხელმეორედ შეაკეთებს

01 დეკემბერი 2017, 00:00 5924 ნახვა

ბათუმის მერია რეაბილიტირებულ შენობას ხელმეორედ შეაკეთებს, სახლი ჭავჭავაძის 9 ნომერში მდებარეობს, რომელიც ძლიერმა ქარმა და სეტყვამ 2016 წლის 14 სექტემბერს დააზიანა. 

ლელა თათარაშვილი იმ 14 ოჯახიდან ერთ-ერთია, რომელიც დაზიანებული შენობის მეორე სართულიდან,  დროებით, მერიამ გაიყვანა. პარალელურად კი სახლის შეკეთების ვალდებულება აიღო.

ლელა ყვება, რომ რეაბილიტირებულ სახლში დაბრუნების შემდეგ, შენობაში ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისია. 

"სახლის სახურავი ჭექა-ქუხილის დროს ჩამოინგრა, დაზიანდა საყრდენი კედელიც, მერიამ გაგვიყვანა შენობიდან და ქირას გვიხდიდა, პარალელურად გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ გააკეთა ვითომ შენობა. ბოლომდე არ დაამთავრეს. წყალი ჩამოდის ყველგან, სახურავიდან, ჟონავს კედლებიდან და ფანჯრიდან, პირველ სართულზე ოჯახები იძულებულები არიან, წვიმის დროს, გათიშონ ელექტროენერგია, რადგან წყალი ელექტრო სადენებს სულ ასველებს და ძალიან სახიფათოა, სამაგიეროდ გათბობის გარეშე არიან ბავშვებით ამ სიცივეში" - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლელა თათარაშვილი. 

სახლში, რომელიც კიდევ უფრო ამორტიზირებული შეკეთების შემდეგ აღმოჩნდა, 14 ოჯახი ცხოვრობს. იქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მერიის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშოები მიატოვა. "ფული არ ეყოთ და გაქცეულები არიან. ჩვენ კი იძულებულები გახდნენ დავბრუნებულიყავით სახლში".  

ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მერიიდან რამდენიმე დღის წინ იყვნენ და პირველ ეტაპზე სახურავის შეკეთებას დაპირდნენ. 

ინფორმაცია გადავამოწმეთ ბათუმის მერიაში, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ა(ა)იპ " ბათუმის კორპუსი" ინფორმირებულია სახლის პრობლემების შესახებ და შენობის სრული შეკეთება თავიდან იგეგმება, თუმცა როდის ვერ დაგვიკონკრეტეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი