ხელვაჩაურის საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. გადაწყდა, რომ აუთვისებელი თანხები სხვადასხვა პროექტზე გადანაწილება და მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. 6 750 ლარი დაემატება სპორტულ ღონისძიებათა გეგმას.
17 ათასი ლარით შემცირდა სოციალური დაცვის პროგრამის ბიუჯეტი. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გაუხარჯავი თანხა მოქალაქეების დაბალმა მიმართვიანობამ გამოიწვია. ახალი ბაღების ინვენტარიზაციის პროექტის ჩავარდნის გამო 7 ათას ლარამდე თანხა დარჩა გაუხარჯავი.
აიპების თანამშრომლების ხელფასების გაზრდა მოითხოვეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცებას, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.