მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება არაკოსნტიტუციურია

30 ნოემბერი 2017, 00:00 4515 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო 273 მუხლში ჩანაწერი მარიხუანას „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების" შესახებ .

მოსარჩელის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით. პირის უფლება საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას.

ეს მუხლი მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. საქმე პირველმა კოლეგიამ განიხილა და მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, ვიდრე სასამართლო საკითხს არსებითად განიხილავდა, კოდექსში ცვლილებები შეიტანა საქართველოს პარლამენტმა და 273 მუხლის ნაცვლად, მარიხუანას მოხმარებაზე განმეორებითი სასჯელი სხვა მუხლში გადაიტანა.

"სარჩელის არსებითად განხილვის შემდგომ, 2017 წლის 26 ივლისს, სადავო ნორმაში შევიდა ცვლილება. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 273 1 მუხლის მოქმედი რედაქცია კვლავაც დასჯადად აცხადებს მარიხუანის განმეორებით მოხმარებას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გაეგრძელებინა სამართალწარმოება და შეეფასებინა ძალადაკარგული ნორმის ნორმატიული შინაარსი".

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში