შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან

29 ნოემბერი 2017, 00:00 3111 ნახვა

საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა იმსჯელეს, როგორ გაიზარდოს ინვესტიციის მოცულობა საქართველოში, ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მოდელების განვითარებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბანკის საოპერაციო ბიზნესგეგმა, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან თანხვედრაშია.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში განხორციელებულია 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროექტები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი