''ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი.
დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით.
თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ?
ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში''.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს.
გუშინ ღამით თბილისში ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს. აქციის ორგანიზატორების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, სავარაუდოდ, ისინი დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებენ.
''ნეტგაზეთის'' ინფორმაციით ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ აქცია ძეგლების შეურაცხყოფად შეაფასა.