ბათუმში სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელი პირებისგან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებიდან მიიღო.
ზურაბ პატარაძეს სამძიმარს უცხადებენ ყაზახეთის მთავრობა, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი, ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის რეგიონების გუბერნატორები, სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქის გუბერნატორი, ასევე ლატვიისა და ბელარუსის დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელი პირები. დამეგობრებული რეგიონების და ქალაქების ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის შედეგად დაღუპულების გამო და ოჯახებს, რეგიონსა და ქვეყანას.