"დღეს გლოვის დღეა და ჩვენ ყველა დაღუპულის ოჯახს მოვინახულებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს დიდი წუხარება გავიზიაროთ ოჯახის წევრებთან ერთად" - „ლეოგრანდის“ მეპატრონემ ეროლ ავგორენიმ დაღუპულების ოჯახებს სამძმარი გამოუცხადა.
"ჩვენ 11 ადამიანი დავკარგეთ და მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტიდან გამომდინარე არ გვიძინია, მათ მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ" - განაცხადა სასტუმრო ლეოგრანდის ხელმძღვანელობამ.
სასტუმროს მენეჯერმა უსაფრთხოების ზომების შესახებაც მოკლე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ სასტუმრო შეესაბამებოდა სტანდარტებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს 2015 წლის მონაცემებით ქონდა.
სხვა შეკითხვებს ეროლ ავგორენიმ არ უპასუხა, კომპანიის ადვოკატის განცხადებით უსაფრთხოების საკითებზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს.
24 ნოემბერს, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. საქართევლოში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.