შეზღუდული მოძრაობა

26 ნოემბერი 2017, 00:00 2972 ნახვა

ხულოში გამოიდარა თუმცა, ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობის  გამო გადაადგილება კვლავ შეფერხებულია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის 12 ერთეული ტექნიკა 10 მიმართულებით მუშაობს ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია თუმცა გადაადგილება რეკომენდებული მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენიმე საათში გზის 80% გაწმენდილი იქნება.

ამ დროისთვის ელექტრო ენერგია 5 სოფლის: ვაშლოვანის, უჩხოს, გუდასახოს, დიდაჭარის და ძირკვაძეების 350-მდე აბონენტს არ მიეწოდება. თოვლის საფარი დაბა ხულოში 1 მეტრს მაღალი ზონის სოფლებში კი 1 მეტრ ნახევარს აღწევს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 2 მეტრია. შუახევიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი