ვის მფლობელობაშია სასტუმრო '''ლეოგრანდი'''

25 ნოემბერი 2017, 00:00 17429 ნახვა

სასტუმრო "ლეოგრანდი" - კომპანია შპს "მერსინ ტურიზმი" - ს სახელწოდებით 2011 წლის 14 ნოემბერს დაფუძნდა. 

მეწარმეთა რეესტრში წერია, რომ დამფუძნებლები თურქეთის მოქალქეები არიან. ​ეროლ ავგორენი 80 პროცენტიანი მოწილეა,  მეთინ არიფაღაოღლუ და ათილგან არიფაღაოღლუ კი, 10-10 პროცენტიან წილებს ფლობენ კომპანიაში.

არიან თუ არა დამფუძნებლები ის პირები, ვისაც ევალებოდა უსაფრთხოების დაცვა?  იურისტები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ზომების დაცვაზე მფლობელებთან ერთად იმ უწყებასაც ეკისრება, რომლებიც ობიექტს ექსპლუატაციაში შესვლამდე იბარებენ. 

ობიექტი  ქალაქის მერიამ,  გიორგი ერმაკოვის მერობის დროს ჩაიბარა. ყოფილი მერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მერიაში კი ამბობენ, რომ კანონმდებლობით  არ აქვთ ვალდებულება ობიექტის უსაფრთხოება შეამოწმონ. იგივეს ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში. 

ობიექტის ექსპლოატაციაში მიღებამდე, 2015 წლის 3 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ობიექტს ყადაღა დაედო. იმავე წელს სასტუმრო გრანდიოზულად გაიხსნა. გახსნას მაშინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის კონსული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2015 წლის მაისში, ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" 3 არასრულწლოვანი დაიღუპა.

2015 წლის მაისში 7 ივნისს კი ექს-პრემიერმა სასტუმრო "ლეოგრანდი" გახსნა.

2015 წლის, ივლისში ირაკლი ღარიბაშვილმა სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე განკარგულება გამოსცა. 

2017 წლის 24 ნოემბერს "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. 

სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მასში 40 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში