"ადგილი ჰქონდა სახანძრო უსაფრთხოების უხეშ დარღვევას"- ეს განცხადება ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას ხანძარი მეოთხე სართულზე გაჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. სასტუმროში მყოფი ადამიანები, ბლოკირებული აღმოჩნდნენ მეშვიდე სართულზე. მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
გიორგი გახარია მადლობას უხდის მაშველ -მეხარნძრეებს გამოჩენილი სიმამაცისთვის. მინისტრმა საქმის გამოძიებაზეც ისაუბრა, მისი განცხადებით გამოძიება გადაკვალიფიცირდა და სახანძრო უსაფრთხოების დარღვევის მიმართულებით გაგრძელდა.