საკრებულოს სხდომა ქედაში

24 ივნისი 2016, 00:00 3376 ნახვა

720 ლარით გაიზარდა "ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშწყობის" მიზნობრივი პროგრამა. კორექტირების შემდეგ პროექტის წლიური ბიუჯეტი  9  ათას 120 ლარი გახდა. ცვილელება  პროგრამით მოსარგებლეთა მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.  დღესვე საკრებულოს წევრებმა  დაამტკიცეს გამგეობის დებულების დადგენილებაში ცვლილებები, რომლის თანახმად გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია ქედის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბედებული ახალშობილისა და  პირის გარდაცვალების შესახებ.  სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ქედის სახელოვნებო სკოლის გასული და მიმდინარე წლის ანგარიში. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი