25 მლნ 656 ათას 100 ლარით განისაზღვრა ქობულეთის მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი. პირველადი პროექტი დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. 13 მლნ-ია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, 1 მილიონ 40 ათასი ლარი ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მართულებით, 302 ათასი სპორტის, ხოლო განათლებაზე 2 მლნ 802 ათას 300 ლარი დაიხარჯება.
ქალაქის მერის განცხადებით, პრიორიტეტია წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ასევე გარეუბნების: გელაურის, ე.წ. ემტეესისა და კარიერის ქუჩების კეთილმოწყობა. შესაძლოა მოსახლეობამ მომავალი წლიდან სანდასუფთავებისთვის გადასახადი გადაიხადონ. სანდასუფთავების უფროსი განმარტავს, რომ საკითხი დეტალურ შესწავლას საჭიროებს, რომლის შემდეგაც შესაძლოა გადასახადი ჯერ ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, მოგვიანებით კი სოფლის მოსახლეობას დაეკისროს.