უხვი ნალექის გამო ხულოს 8 სკოლაში სწავლა შეწყდა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2234 ნახვა

თოვლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია ხულოს 8 საჯარო სკოლასა და 15 საბავშვო ბაღში. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს გადააჭარბა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება 1000-ზე მეტ აბონენტს. ენერგოპროჯორჯიას ინფორმაციით, ნალექმა მაღალი ძაბვის ხაზები დააზიანა. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი