ქობულეთის მერი: "სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის, მუნიციპალური სერვისის მიწოდება არ უნდა იყოს მუქთა"

24 ნოემბერი 2017, 00:00 3686 ნახვა

,, სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის, პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია , რომ მუნიციპალური სერვისის მიწოდება არ იყოს მუქთა" - განაცხადა ქობულეთის მერმა საკრებულოს სხდომაზე, სადაც სანდასუფთავების მუშაობის სქემაზე საუბრობდა. 

მირიან ქათამაძის თქმით, ქობულეთში დაგეგმილია 200 ერთეული კონტეინერის შეძენა და ჯამში შპს "სანდასუფთავების" ბალანსზე 1000 კონტეინერი იქნება.

დაწესდება თუ არა ქობულეთის სოფლებში ნაგავზე გადასახადის კონტროლი, ამ ეტაპზე მერს არ დაუკონკრეტებია. 

მირიან ქათამაძემ ისაუბრა მუნიციპალური წყლის მოხმარების პრობლემაზეც. ,,ჩემთვის მიუღებელია უყაირათოდ წყლის ხარჯვა. ვნახე ბევრი ონკანი მოშვებული და მილები დაზიანებული, ეს პრობლემები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაგეგმილია წყლის სისტემის მოწესრიგება" - განაცხადა ქათამაძემ საკრებულოს დეპუტატებთან.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი