ქობულეთის საკრებულოს სხდომა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2872 ნახვა

საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ქობულეთშიც. დეპუტატები მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, რომელიც  25 მილიონ 656  ათასი 100 ლარით განისაზღვრა, მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერი 6 მილიონ 396 ათას  400 ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალური - 13 მილიონ  ლარს.

სამომავლოდ მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება იქნება, ასევე თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდება.

შენიშვნები აქვს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ რომ წინა წლების მსგავსად  მომავალ წელსაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა მოხდება, რადგანაც პრიორიტეტები არ არის სწორად დაგეგმილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში