საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ხომალდი „GUEPRATTE” შემოვიდა. დაგეგმილია ხომალდის ეკიპაჟისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლების ერთობლივი სწავლება.
დღეს კი ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში და ფრანგული ფრეგატის კაპიტანი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.