ხულოს ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს უმრავლესობა იწუნებს

23 ნოემბერი 2017, 00:00 3051 ნახვა

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწავლა დაიწყეს ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებმა, პროექტი საკომისიო განხილვის დაწყებამდე დაიწუნეს.

მომავალი წლის ბიუჯეტი სულ 9 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც მილიონნახევარი ღორჯომის თემში, მდინარის ჯებირის მოწყობისთვისაა გათვალისწინებული, რასაც დეპუტატები აპროტესტებენ, ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში სულ 12 თემია და თანხა თანაბრად უნდა განაწილდეს.

ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს ახალი მერიც. თუ პროექტი არ შეიცვლება, დეპუტატები აცხადებენ, რომ მას მხარს არ დაუჭერენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი