სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საზოგადოება მეტი ინფორმაციის მიწოდების მოლოდინშია. რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რა შეიარაღება ჰქონდათ ლიკვიდირებულ პირებს, საიდან და როგორ მოხვდა იარაღი საცხოვრებელ სახლში და საქართველოში? ვინ იყვნენ ლიკვიდირებული პირები? ვისთან ჰქონდათ მათ კავშირი? არაკონკრეტული პასუხები გასცა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი გახარია გამოძიებას ელოდება, თუმცა აქვე ფაქტს საერთაშორისო ტერორიზმს უწოდებს. სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ ექსპერტები. კითხვები აქვს ოპოზიციის ნაწილსაც. ადგილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.