დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს ტერიტორიაზე, ციკლონთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ინტენსიურად გავრცელდება, შედეგად ტემპერატურა დაიკლებს და სანაპირო ზოლში +3, +5, მთიან ზონაში კი -5, -7 გრადუსამდე იქნება.
დასავლეთის დაბლობზე მოსალოდნელია თოვლი, მთიან რაიონებში კი ძლიერი თოვლი და ქარბუქი.
სანაპირო კურორტებზე შესაძლებელია თოვლჭყაპი მოვიდეს. როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელია ხოშკაკალი, რამაც შესაძლოა დააზიანოს სუბტროპიკული კულტურების ნაყოფი.