ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლების ერთობლივი სწავლება გაიმართება. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდ "გეპრატის" ვიზიტის ფარგლებში ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები ჩატარდება.
სამხედრო ფლოტი ბათუმის პორტში დღეს შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, დახვედრის ცერემონიალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მონაწილეობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და ფრანგული ფრეგატის კაპიტანი ჟაკ მალარი ადგილობრივ ხელისუფლებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.
დაგეგმილია მეგობრული საფეხბურთო მატჩი "გეპრატის" წევრებსა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის.
საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს.