ვახტანგ გომელაური: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაატარეს ქვეყანაში,"

22 ნოემბერი 2017, 00:00 2805 ნახვა

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაატარეს ქვეყანაში," - ასე შეაფასა სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა. უწყების ხელმძღვანელმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელი დაჯგუფების წევრები არიან ან რომელი ქვეყნის მოქალაქეები, ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

თუ დღევანდელ დღეს შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა ტერორისტული აქტი ჩაატარეს ჩვენს ქვეყანაში, 18 საათიანი ბრძოლა გაუმართეს სამართალდამცველებს" - განაცხადა გომელაურმა.

სუსის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო პირის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მისი განცხადებით სამოქალაქო პირი არ დაღუპულა და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

გომელაურმა დაღუპულის სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი