უმისამართოთა ხმის მიცემის პროცედურა - სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

24 ივნისი 2016, 00:00 2551 ნახვა

უმისამართო ამომრჩეველთა ხმის მიცემის პროცედურა - სწორედ ამ საკითხს ეხება ორი ორგანიზაციის სარჩელი. უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის და თავისუფალი თაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. მათი განცხადებით, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის ნორმა, რომელიც ხმის მიცემის უფლებას იმ მოქალაქეებს ანიჭებს, ვისაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია აქვს, კონსტიტუციის 28-ე მუხლს ეწინააღმდეგება, რომელშიც არჩევნებში მონაწილეობის უფლება 18 წლიდან ასაკის ყველა მოქალაქეს აქვს. სარჩელის ავტორების განცხადებით, უმისამართო ამომრჩელევთა რაოდენობა 30 ათასია. ისინი ხმებით შესაძლო მანიპულაციაზე საუბრობენ და იმედოვნებენ, რომ საკითხს სასამართლო არჩევნებამდე განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი