ქობულეთის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

21 ნოემბერი 2017, 00:00 3846 ნახვა

სასმელი წყლის რეზერვუარების შეცვლა, ქალაქის ქუჩების შშმ პირებისთვის ადაპტირება და ცენტრალური ტერიტორიების დასუფთავება - ამ პრობლემების მოგვარება  ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა დღეს ქობულეთში გაიმართა.  პროექტი მოქალაქეებს ახალმა მერმა გააცნო. მირიან ქათამაძის განმარტებით, ბიუჯეტში შენარჩუნებულია ჯანდაცვის პროგრამები და ყურადღება მიექცევა მოქალაქეების მიერ დასახელებულ პრობლემებს. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ადგილობრივები სოციალურ პრობლემებთან ერთად სოფლებში წყლის რეზერვუარების გამოცვლას, სასაფლაოების დასუფთავებასა და ქუჩების კეთილმოწყობას ითხოვენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში