საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები იმყოფებიან. პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საუბარი ძირითადად საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო. შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვრცელ კომენტარს ვიზიტის ბოლოს გააკეთებს.