ხვალ, 21 ნოემბერს, მთელ საქართველოში, შტორმული ამინდია მოსალოდნელი. ამინდი დღის მეორე ნახევარში გაუარესდება და მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შესაძლებელია, ქარი გაძლიერდეს ღამის საათებში და მისმა სიჩქარემ 28 მეტრ/წამს მიაღწიოს, რაც ქარიშხლის კატეგორიას მიეკუთვნება.
ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად, 10-15 გრადუსით დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია 6 ბალიანი შტორმი. მაღალმთიან ზონაში კი ძლიერი თოვლი და ქარბუქი.
სატელეფონო ჩანაწერი: გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე.