უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ადგილსამყოფელი უცნობია

19 ნოემბერი 2017, 00:00 2723 ნახვა

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. დეპორტირებულების ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. მათ ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისევ ელოდებიან. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით კი შესაძლოა დეპორტირებულები ბორანზე იყვნენ, რომელიც ფოთში ცოტა ხანში უნდა შევიდეს.

უკრაინიდან გამოძევებულთა შორის არიან ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და  ქართველი მებრძოლები. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დეპორტირებულები ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამჟამად “უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით კი ქართველებს ქვეყანა მასთან ურთიერთობის გამო დაატოვებინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი