ხულოში გზის მარეგულირებელი სარკეების ნაწილი დაზიანებულია. მერიაში ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ, გოჩა მელაძის განმარტებით მათი აღდგენა მალე დაიწყება.
გზაზე უსაფრთხოების მიზნით ორი წლის განმავლობაში 8 ერთეული სარკე შეიძინეს, რომლებიც ვაშლოვანში, დეკანაშვილებში და დაბა ხულოში დამონტაჟდა. სარკეების შესაძენად ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 ათას 200 ლარი დაიხარჯა.