ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამავე თეატრის ყოფილი მსახიობის ნაზი ქარცივაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. 85 წლის ნაზი ქარცივაძე წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, მის სახელს უკავშირდება არა ერთი ბიბლიოთეკის დაარსება, იყო ანსამბლ “ბერმუხას” მოცეკვავეც.
საიუბილეო ღონისძიებაში ხულოს და შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.