ხვალ 15 საათზე გაიმართება ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაც. დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ. ხულოს საკრებულოს ერთადერთია რეგიონში, სადაც ხუთი პარტიაა წარმოდგენილი. ახალი მოწვევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა:. ევროპული საქართველო- სამი წევრი- ერთი მაჟორიტარული და 2 პარტიული სიით.
ქართული ოცნება 17 წევრი, 9 მაჟორიტარული და 8 პროპორციული სიით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 წევრი- სამი მაჟორიტარული და სამი პროპორციული სიით. დიმიტრი ლორთქიფანიძე კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფლებისთვის- 1- პროპორციული სიით. პატრიოტთა ალიანსი 1 წევრი. ახალი მოწვევის საკრებულოშიც 28 დეპუტატი იქნება . 15 პროპორციული სიით და 13 მაჟორიტარული სისტემით. საკრებულოში ორი ქალი დეპუტატია.