უსკოს თავმჯდომარის და წევრობის კონკურსში მონაწილეთა ვინაობა ცნობილია

23 ივნისი 2016, 00:00 3588 ნახვა

უსკოს  თავმჯდომარისა და წევრის კონკურსის  მონაწილეთა სია გამოქვეყნებულია.  თავმჯდომარის პოსტზე პრეტენზიას 7 კანდიდატი აცხადებს მათ შორისაა აჭარის მთავრობაში უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  პარმენ ჯალაღონია.  რაც შეეხება  წევრობის  კანდიდატებს   განაცხადი 20-მა  კონკურსანტმა შეიტანა,  მათ შორის ერთერთი, უსკოს მოქმედი წევრი თამარ ხოზრევანიძე და ირაკლი გვარამიაა, რომელიც უსკოში კონსერვატიულმა  პარტიამ  დროებით წარმომადგენლად დაარეგისტრირა.  კომისიამ    ხუთი დღის ვადაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს   უნდა წარუდგინოს   მაქსიმუმ 3  კანდიდატი, რომელთაგან  არჩილ ხაბაძემ  უმაღლეს საბჭოში წარსადგენად  7 დღის ვადაში   უნდა შეარჩიოს ერთი კანდიდატი თავმჯდომარის,  ხოლო 2 წევრის პოზიციაზე.   

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი