პარიზში 5 კანონიერი ქურდი დააკავეს

17 ნოემბერი 2017, 00:00 3502 ნახვა

საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი დააკავეს, ყველა დაკავებული ქართველია და მათ შორის 5 კანონიერი ქურდია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ფრანგმა სამართალდამცავებმა, დაჯგუფების წევრები ქურდობის, ნაქურდალი ნივთების შენახვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მიმდებარე ქალაქებში, ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. „ქურდულ საერთოს“ აგროვებდნენ. დაჯგუფების წევრები მოპარული ნივთების რეალიზაციისთვის, პარიზში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან თანამშრომლობდნენ.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები“ და მოპარული ავტომანქანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებას საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებს.

ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი