ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე 10 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს. მათი საერთო ღირებულება 610 ათასი ლარია.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირია მხილებული. დანაშაული 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.