“უჩა ნანუაშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა უჩა ნანუაშვილის ანგარიში, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ომბუცმენმა გუშინ წარადგინა. თეა წულუკიანის განცხადებას ომბუცმენი გამოეხმაურა.
ომბუცმენის ანგარიშს, ”ციანიდის საქმის” პროკურორი ჯარჯი წიკლაური გამოეხმაურა და მას არაკომპეტენტური და უსაფუძვლო უწოდა. ომბუცმენის შეფასებით, კი ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი.