თბილისში მრევლსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მიზეზი ბერი ნიკოლოზის სახლიდან გაშვება გახდა. როგორც ცნობილია, სასულიერო პირი ერთ ერთ სახლში დროებით ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ მისი გაშვება გადაწყვიტა.
მრევლმა ფაქტი ბერი ნიკოლოზის დევნად შეაფასა. მათივე ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც სასულიერო პირს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, და ერთი წელი უფასოდ ეცხოვრა, თუმცა მეპატრონემ შეთანხმება დაარღვია.