ქართული მხარე ბიბილოვი - პუტინის შეხვედრას ეხმაურება

15 ნოემბერი 2017, 00:00 2032 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერის შეხვედრას კრიტიკულად აფასებენ მმართველ გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციაში. ,,კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიისაკენ” ასეთი განცხადება გააკეთეს  ევროპულ საქართველოში. მოითხოვენ რომ ოფიციალურმა თბილისმა მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგას. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსეთის პოლიტიკა არახალია და  ქართული მხარის ქმედებები თანმიმდევრულია.

შეგახსენებთ, ცხინვალი და მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ შეთანხმებას ამზადებენ - ამის შესახებ  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ამავე კატეგორიაში