გვიხარიხართ!, გვიყვარხართ!, გვეამაყებით! - საჯარო უწყებები ოფიციალურ გვერდებზე დეპუტატს დაბადების დღეს ულოცავენ

15 ნოემბერი 2017, 00:00 3252 ნახვა

გვიხარიხართ!, გვიყვარხართ!, გვეამაყებით! - ასე ულოცავს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის ოფიციალური ფბ გვერდი დეპუტატ ლადო მგალობლიშვილს დაბადების დღეს. 

ეს არის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური პლათფორმა, სადაც საკანონმდებლო ორგანო, კომისიის წევრების ინიციატივებს, გაწეული სამუშაოსა და უწყების სხვა სიახლეები ავრცელებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ეს მათი ინიციატივა არ ყოფილა: " ჩვენი სამსახურის ინიციატივა არ ყოფილა, კომიტეტის თანამშრომლებმა თავის გვერდზე მიულოცეს, ცუდი არაფერია ამაში" - აცხადებს ფერიდე უსტიაშილი.

როგორ აფასებს როგორც სამსახურის უფროსი ოფიციალური პლათფორმის ამ ფორმით გამოყენებას?  "არა მგონია ამას უკურეაქცია ქონდეს, დაბადების დღეს ულოცავენ",- ამბობს ფერიდე უსტიაშილი

კიდევ ერთი საჯარო უწყება, რომელმაც თავისი ოფიციალური ფბ გვერდი გამოიყენა დაბადების დღის მისალოცად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრია. 

ამავე კატეგორიაში